“ბა­ტო­ნო ტე­რო­რის­ტო, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ პუ­ტი­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც, ვალ­ში არ დაგ­რჩე­ბით!” – როგორ გამოეხმაურა რუსები ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს

ზუგ­დიდ­ში, “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში” მომ­ხდარ სკან­და­ლურ ძარ­ცვას და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის გარ­და, რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბიც ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. 21 ოქ­ტომ­ბრის ყა­ჩა­ღო­ბის სხვადსხვა ეპი­ზო­დებს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც.

“რო­გორ წა­ი­ღო მძარ­ცველ­მა ბან­კი­დან 500 000 ათა­სი დო­ლა­რი, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ” – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას interfax.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მძარ­ცვე­ლი, რო­მელ­საც სამ­ხედ­რო ფორ­მა ეცვა და ავ­ტო­მა­ტი­თა და ხელ­ყუმ­ბა­რით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ან ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.
“პო­ლი­ცი­ამ მას თა­ვად გა­დას­ცა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ”, – წერს echo.msk.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ძებ­ნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

“ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია ბანკზე თავ­დას­ხმელ­ზე ძებ­ნას გა­ნაგ­რძობს”, – წერს vesti.ru. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, თავ­დამ­სხმელს თან­ხა პო­ლი­ცი­ის ად­გი­ლობ­რივ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მი­უ­ტა­ნა, რო­მელ­მაც მას სხვა მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, უსაფრ­თხოდ წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ირო­ნი­უ­ლი იუ­მო­რით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ინ­ტე­რე­სით უყუ­რეს, თუმ­ცა სიმ­ძაფ­რე და­აკ­ლდათ.

“მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად ФСБ-ს ალ­ყით, თავ­დამ­სხმე­ლის მი­მართ ულ­ტი­მა­ტუ­მი­თა და, სა­ბო­ლო­ოდ, შტურ­მით დას­რულ­დე­ბო­და, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბო­და მსხვერ­პლი, შემ­დეგ კი, პუ­ტი­ნის სამ­ძიმ­რის შემ­ცვე­ლი, თუმ­ცა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტო­ნა­ლო­ბა­ში წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი, რომ “ძა­ლი­ან წუხს და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, უსამ­ძიმ­რებს მათ ოჯა­ხებს, მაგ­რამ რუ­სე­თი არას­დროს წა­ა­ხა­ლი­სებს ტე­რო­რიზმსა და მძარ­ცვე­ლებს”.

ამას მოჰ­ყვე­ბო­და, პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ის გა­და­ცე­მე­ბი პა­თო­სით, რომ გარე ძა­ლე­ბის კი­დევ ერთი შე­ტე­ვა წარ­მა­ტე­ბით მო­ვი­გე­რი­ეთ და მოს­კო­ვი ტე­რო­რიზმს არას­დროს შე­ე­გუ­ე­ბა, თუნ­დაც მსხვერ­პლის ფა­სად, რათა პრე­ცენ­დენ­ტად არ იქ­ცეს! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პრე­ცენ­დენ­ტე­ბი მა­ინც ხდე­ბა, თან საკ­მა­ოდ ხში­რად… ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მი­ხა­კე­ბი­სა და სან­თლე­ბის ფონ­ზე… ჩვენ ასეთ ცხოვ­რე­ბას შე­ვეჩ­ვი­ეთ. ქარ­თვე­ლე­ბო, რა ყვე­ლა­ფერ­ში უც­ნა­უ­რე­ბი ხართ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით თქვენ საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში?!”, – წე­რენ რუ­სე­ბი.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის კო­მე­ნატ­რე­ბი აქვს Youtube.com-ზე და­დე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც მძარ­ცვე­ლის მოქ­მე­დე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი.

“თუ აქამ­დე გვსმე­ნია ძარ­ცვა იტა­ლი­უ­რად, ფრან­გუ­ლად, ან ამე­რი­კუ­ლად, ახლა მო­ვის­მი­ნეთ, ძარ­ცვა ქარ­თუ­ლად”, – წერს “სერ­გეი შუტ­კო”.

“რა უც­ნა­უ­რია, კავ­კა­სი­ა­ში უფ­რო­სე­ბის მი­მართ განსგტე­რე­ბიც კი შემწნ­ყა­რებ­ლე­ბი არი­ან… თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი მარ­თლაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნიზ­მით, უფ­რო­სი თა­ო­ბის მი­მართ”, – წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ელე­ნა ნის­ტო­რი.

“ბა­ტო­ნო ტე­რო­რის­ტო, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ პუ­ტი­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც, ვალ­ში არ დაგ­რჩე­ბით!” – წერს მაქ­სიმ პო­ნო­მა­რენ­კო.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები