„ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა წამალი“ – ინფექციურის პაციენტის შვილიშვილის ემოციური პოსტი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი მოხუცი პაციენტის შვილიშვილი სოციალურ ქსელში სამედიცინო დაწესებულების დირექტორზე, თენგიზ ცერცვაძეზე პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ, სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ ინფექციურში, ბატონი თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა …

ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, თითქოს ერთადერთი იყოს თითოეული მათგანი.

ჩემთვის ეს კაცი არის ქართული ღირებულებების ზეიმი. ბავშვობაში რომ ჩვენს ბაბუებსა და ბებიებს ჰქონდათ და მერე რომ გვეგონა, დავკარგეთ, იმ ღირებულებების. არასდროს მეყოფა სიტყვები ჩემი პატივისცემის გამოსახატად”, – წერს ელე ღლონტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები