“ბასილაშვილმა ნელი სახლიდან ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“ – ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის სკანდალური ჩვენების დეტალები: რა ფაქტებს იხსენებს მაკა სიმონიშვილი

ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი სი­დედ­რის, მაკა სი­მო­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი სახ­ლი­დან “ხა­ლა­თი­თა და ჩუს­ტე­ბით გა­აგ­დო“.

რო­გორც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით და­კი­თხვი­სას სი­მო­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი სიძე მის შვილს შე­უ­რა­ცხყო­ფას ხში­რად აყე­ნებ­და, და­მამ­ცი­რებ­ლად ექ­ცე­ო­და, ამას­თან, ბა­სი­ლაშ­ვილს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ უხე­ში, არა­კო­რექ­ტუ­ლი მი­მარ­თვე­ბი ჰქონ­და.

მაკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა ის ინ­ცი­დენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­საც თა­ვად შეს­წრე­ბია. მოწ­მის თქმით, თუ მისი ყო­ფი­ლი სიძე ცუდ ხა­სი­ათ­ზე იყო, ცოლს სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­დეგ კი, ბლოკს ხსნი­და.

“ნი­კო­ლო­ზი, რო­გორც შვი­ლი, ისე მი­ვი­ღეთ. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი მუდ­მი­ვად დაყ­ვე­ბო­და, სრუ­ლად მას­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი, ჩვენც მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ლუ­კა­სის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­კო­ლო­ზის ტურ­ნი­რებ­ზე ისე­თი სიხ­ში­რით ვერ და­დი­ო­და.

გა­ვიხ­სე­ნებ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენტს, რო­მელ­საც შე­ვეს­წა­რი. მა­შინ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი და ნი­კო­ლო­ზი აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. ჩვენ­თან, ფა­ლი­აშ­ვილ­ზე მო­ვი­და ნი­კო­ლო­ზი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი, ჩემ ქა­ლიშ­ვილ­ზე ამ­ბობ­და, რომ უზ­რდე­ლი იყო და ეს­წავ­ლა, ვის რო­გორ ესა­უბ­როს. ვი­კი­თხე, რა ხდე­ბო­და, შე­მე­შინ­და. გა­ნაგ­რძო ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ლან­ძღვა, და­ვა­პი­რე ნე­ლის­თან და­რეკ­ვა, მკი­თხა, სად ვრე­კავ­დი, ამა­ზე უა­რე­სი აგ­რე­სია და­ე­მარ­თა, და­ი­წყო ყვი­რი­ლი, მე ნე­ლით არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, ნე­ლიმ­დეც მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, უფრო მე­ტიც, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­სო…

ნი­კო­ლოზს ჰქონ­და სა­ვარ­ჯი­შო ტური, სტამ­ბოლ­ში უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ, ბავ­შვიც მიჰ­ყავ­და, მთხო­ვეს, იქ­ნებ წავ­ყო­ლო­დი, რა თქმა უნდა, დავ­თან­ხმდი და გა­ვემ­გზავ­რე მათ­თან ერ­თად. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ნი­კო­ლო­ზის მშობ­ლე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ისი­ნი ცალ­კე სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ. ნელი მოლ­ში სა­ყიდ­ლებ­ზე იყო, პი­ჯა­კი მო­ი­ზო­მა და ნი­კო­ლოზს ჰკი­თხა, უხ­დე­ბო­და თუ არა, რა დრო­საც, ნი­კო­ლოზ­მა იმ­ხე­ლა ხმა­ზე და­იღ­რი­ა­ლა, გა­მო­ეთ­რი­ეო, ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და“, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნა.

“ნე­ლიმ ნი­კო­ლოზს უთხრა, შენ რომ ტურ­ნირ­ზე წახ­ვალ, კურ­სებს გა­ვივ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლად განვვი­თარ­დე­ბიო. ამას ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლი მოჰ­ყვა – მო­მინ­დო­მა ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნო­ბა, ბავ­შვს მი­ხე­დეო და ა.შ. ეს რაც შე­ე­ხე­ბა სტამ­ბოლ­ში ყოფ­ნას და იქ გა­დამ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტებს…

ერთხელ ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, მო­ვე­დი და ტაქ­სის ფული ჩა­მო­მი­ტა­ნეო. გა­მიკ­ვირ­და, თა­ვი­სი მან­ქა­ნით რა­ტომ არ იყო, პი­ჟა­მით და ჩუს­ტე­ბით გად­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან. რა ფორ­მა­ში ხარ-მეთ­ქი, ნი­კო­ლოზ­მა გა­მო­მაგ­დო სახ­ლი­და­ნო. იქ სახ­ლში ნი­კო­ლო­ზი და ნელი იყ­ვნენ, მო­ვი­და მისი მა­მაო, მი­ვე­სალ­მე და პა­სუ­ხიც არ გამ­ცაო, არც დამმშვი­დე­ბი­აო და გა­მიკ­ვირ­დაო. ნი­კო­ლო­ზის­თვის უკი­თხავს, რა­ტომ მო­იქ­ცა ასეო, რა­საც ნი­კო­ლო­ზის მხრი­დან მოჰ­ყო­ლია ასე­თი რე­აქ­ცია, მა­მა­ჩემს და დე­და­ჩემს როცა უნ­დათ, მა­შინ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბი­ა­ნო, ნე­ლის­თვის მკლავ­ში ხელი მო­უ­კი­დია და გა­რეთ გა­უგ­დია, იქი­დან მო­ვი­და ჩემ­თან“, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.
სი­მო­ნიშ­ვი­ლის თქმით, ერთ-ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ჰკი­თხა, თუ რა­ტომ აყე­ნებ­და ცოლს შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის შემ­დე­გაც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ძი­ნე­ბელ­ში შე­ვი­და და “ორი­ვე მათ­განს შე­ა­გი­ნა“. სი­მო­ნიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად და დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობ­და თავს.

“რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა იყო დე­და­სა და ნე­ლის შო­რის. ნი­კო­ლოზს ვუ­თხა­რი, გა­და­ა­მოწ­მე, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი-მეთ­ქი. და­მი­რე­კა, დე­და­ჩემ­თან გა­და­ვა­მოწ­მე, შენი შვი­ლი უზ­რდე­ლია, შენ ხარ დე­მა­გო­გი, არა­ა­და­მი­ა­ნი, ფუო და შე­მა­ფურ­თხა ტე­ლე­ფონ­ში. მო­ვუ­წო­დე, ეს სი­ტყვე­ბი არ ეკად­რე­ბი­ნა ჩემ­თვის, რის შემ­დე­გაც ყურ­მი­ლი და­მი­კი­და“, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, შვი­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ შეც­ვლი­ლი იყო და ბედ­ნი­ერს ვერ ხე­დავ­და.

“ნამ­ტი­რა­ლე­ვიც მი­ნა­ხავს, თუმ­ცა, მა­ლავ­და, რაც მათ შო­რის ხდე­ბო­და, არ მე­უბ­ნე­ბო­და. რა ინ­ცი­დენ­ტე­ბიც მოხ­და, ჩემ მე­უღ­ლეს­თან არ გა­მიჟ­ღე­რე­ბია, არ მინ­დო­და ზედ­მე­ტად და­ძა­ბუ­ლი­ყო სი­ტუ­ა­ცია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­მის­თვის შვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა რო­გო­რია… რომ გაბ­რაზ­დე­ბო­და, სა­ბან­კო ბა­რა­თებს უბ­ლო­კავ­და. აფ­თი­აქ­ში, ბავ­შვის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი იყი­და და ვერ გა­და­ი­ხა­და, რად­გან ბა­რა­თი დაბ­ლო­კი­ლი იყო, ეს ხში­რად ხდე­ბო­და. თუ ნი­კო­ლო­ზი ხა­სი­ათ­ზე არ იყო, ან რა­ღაც ეწყი­ნე­ბო­და, ბა­რათს და­უბ­ლო­კავ­და, ხა­სი­ათ­ზე რომ მო­ვი­დო­და, ბლოკს მო­უხ­სნი­და“, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ერთხელ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში მი­ვი­და და უთხრა, რომ მათ შვილს უნდა და­შო­რე­ბო­და და სურ­და, ეს სა­სა­მარ­თლოს ჩა­რე­ვის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო.

“ნი­კო­ლო­ზი ჩვენ­თან მო­ვი­და და გვი­თხრა, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა მოხ­დეს სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შეო, ნელი არ იყო. ვკი­თხეთ, იცო­და თუ არა ეს ნე­ლიმ, რა­ზეც გვი­პა­სუ­ხა, რომ ნე­ლიმ არ იცო­და”, – გა­ნა­ცხა­და სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

წყარო: https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები