„ბარსელონას“ ადმინისტრაცია მესის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.
არაოფიციალური ცნობით, მესის სატრანსფერო ფასი კატალონიური კლუბის კონტრაქტის მიხედვით, 700,000,000 ევროა.
მესის კონტრაქტი 2021 წელს იწურება მისი შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ და მილანის „ინტერმა“ გამოთქვეს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ განცდილი სამარცხვინო მარცხის შემდეგ თითქმის ყველა ესპანური გამოცემა წერდა, რომ 33 წლის არგენტინელი „ბარსელონას” დატოვებას გეგმავს.