ბარები თბილისში, სადაც უცხოელი გოგონების გაცნობა შეგიძლიათ

თბილისი ლამაზი ადგილობრივი გოგონების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ დროებით დავისვენოთ ქართველი გოგონების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებისგან, “თვალს წყალი დავალევინოთ” და ერთი ან რამდენიმე საღამო (რა იცით, იქნებ მთელი ცხოვრებაც…) უცხოელი გოგონას გარემოცვაში გავატაროთ.

ახალი გოგონა ახალი გამოცდილებაა და რაც უფრო გართობითა და თავგადასავლებით არის გაჯერებული ურთიერთობა, მეტად სასიამოვნოა ეს ახალი გამოცდილება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის. სიმართლე რომ ითქვას, ხშირად ქართველ ბიჭებს ზუსტად იმიტომაც გვიჩნდება უცხოელი გოგონას გაცნობის სურვილი, რომ ის “აქანე სტენკას არ დადგამს” და არც რაიმე ვალდებულებებს აჩენს ურთიერთობაში, ვინაიდან ტურისტთან რომანის გაბმა თავისთავად დროებითია და ამას, როგორც თქვენ, ისევე თქვენი პარტნიორი თავიდანვე შეგუებულია. თუმცა, ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც და ვინ იცის, იქნებ სიყვარულშიც გადაიზარდოს…

მოკლედ, როგორ მოვიქცეთ, თუ “ორი ღერი ინგლისური” ვიცით, ჯიბეში ცოტა ფულიც გვაქვს და ახალი გამოცდილებებისთვის უცხოელი გოგონას გაცნობა გვინდა. ამისთვის თუ ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალმა არ გიშველათ, სადაც ყველაზე დიდი შანსია, რომ უცხოელ გოგონას გადაეყაროთ, არჩევანისთვის რამდენიმე ადგილს გთავაზობთ, სადაც თუ არ გაგიმართლათ და გოგო ვერ გაიცანით, კარგ გარემოში განტვირთვა და საკმაოდ მისაღებ ფასში დალევა მაინც შეგრჩებათ .

  • DIVE Bar Tbilisi დედაქალაქს 2013 წელს შეემატა. საკმაოდ მოკრძალებულ სივრცეში უცხოელები გიმასპინძლებენ. სტაფი ინგლისურენოვანია და თუ ინგლისური არ იცით, იქ შესვლამდე ფრაზები, რომლითაც ბართან უნდა იკონტაქტოთ, Google Translate-ით გადათარგმნეთ .

DIVE კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით საღამოს 6-დან ღამის 1 საათამდე მუშაობს, პარასკევს და შაბათს კი საღამოს 6-დან ღამის 3 საათამდე შეგიძლიათ იქ მისვლა. გირჩევთ, რომ იქ ნაჭამი მიხვიდეთ, რადგან მენიუში გუშინდელი გამხმარი პურის ნამცეცებიც კი არ აქვთ.  ბარში მხოლოდ სასმელია, რომლის ფასი საკმაოდ მოკრძალებულია – კათხა ლუდი, ჭიქა არაყი და შავი ღვინო იქ 3 ლარად ფასობს…

  • შემდეგი ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ადგილებს შორის “ვარშავაა“. მართალია, აქ ძირითადად უცხოელები “ბუდობენ”, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ იქ ვინმე გოგოს გაცნობის შანსი იმდენადვე მცირეა, რამდენადაც თავად ბარის ფართი .

“ვარშავა” პუშკინის 19-ში მდებარეობს. თუ მწეველი ხართ, გახსოვდეთ, რომ იქ მოწევა აკრძალულია.

  • ვერ მოწევთ ვერც “ზოესთან“, სანამ ჯადოსნური საათი თერთმეტჯერ არ ჩამოკრავს , თუმცა, ღამის თერთმეტი საათის შესრულებისთანავე იქაურობა ისეთ სიგარეტის კვამლში გაეხვევა, რომ უმჯობესია, უცხოელი გოგონას გაცნობა მანამდე სცადოთ, ვიდრე ბარში “კარგი ხილვადობაა”.

ბარი ვახტანგ ბერიძის 5-ში მდებარეობს და დღის 4-დან ღამის 1 სათამდეა ღია. რაც შეეხება გარემოს, იქ ყველანაირი მიზეზია, რომ არასდროს ჩახვიდეთ, – არ იჭერს ტელეფონის სიგნალი, არის WiFi-ს დაბალი, თითქმის გამოუსადეგარი სიგნალი, არის ნესტი, თერთმეტი საათის შემდეგ, როდესაც ერთდროულად ოცდაათი ადამიანი ეწევა, იხრჩობი სიგარეტის კვამლში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ მაინც მოგწონს იქ ყოფნა .

მასპინძლების ნაწილი აქაც, ისევე, როგორც Dive-ში, უცხოელია, თუმცა, ბარის მფლობელმა, ვის სახელსაც ატარებს ეს დაწესებულება, ძალიან კარგად იცის ქართული. სამწუხაროდ, ის იქ ყოველთვის არ დაგხვდებათ…

  • ზოეს მსგავსად უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულ პაბს ფლობს ინგრიდიც (თუ სწორად მახსოვს მისი სახელი), თუმცა, არაფრის დიდებით, ცოცხალი თავით ერთ სიტყვა ქართულსაც კი არ ამბობს.

ჰანგარი – ასე ქვია თბილისში არსებულ ირლანდიურ პაბს, რომელშიც სტუმართა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ უცხოელი გოგონას გაცნობას აპირებთ, იდეალური “ხაფანგია” ეს ამისთვის .

წყარო: http://www.adami.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები