აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, თავის ბოლო საპრეზიდენტო წლის შობას, ჰავაის კუნძულებზე, ოჯახთან ერთად შეხვდება.
პრეზიდენტი ჰავაიზე შაბათს, ოჯახთან ერთად გადაფრინდა.
შაბათის ყოველკვირეული მიმართვისას ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, რომ არ დაივიწყონ ჯარისკაცები და მათი ოჯახები.
პრეზიდენტს შაბათის ყოველკვირეულ მიმართვისას, მისი მეუღლე მიშელ ობამაც შეუერთდა.
მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, სიმბოლური საჩუქარი და მადლიერების გრძნობა მნიშვნელოვანია შობის დღესასწაულზე.
გასულ წელს ობამა ჰავაიზე სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებს ესტუმრა. თუმცა, წელს პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა, იგი უმეტეს დროს გოლფის მოედანზე, სპორტულ დარბაზში და სანაპიროზე ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს.
სხვა სიახლეები