ბანკირებმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი დაასახელეს

შვეიცარიულმა ფინანსურმა ჰოლდინგმა UBS-მ, დაგეგმილი საფეხბურთო ჩემპიონატის შედეგებთან დაკავშირებით, პროგნოზი გააკეთა. გათვლების მიხედვით, მუნდიალს, რომელიც რუსეთში გაიმართება, გერმანია მოიგებს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
ჩემპიონატის პროგნოზის გამოთვლით, 18 ფინანსური ანალიტიკოსი იყო დაკავებული. ობიექტური ფაქტორების გამოყენებით, რასაც ამინდი, რუსეთის დროის ქამარი და ნაკრებების გამოსვლების სტატისტიკა განსაზღვრავდა, სპეციალისტებმა მონაცემები სისტემაში ჩაუშვეს და 10 000-ჯერ მოახდინეს შედეგის მოდელირება. გათვლების მიხედვით, მსოფლიოს ჩემპიონი 24%-ით გახდება გერმანიის ნაკრები. ბრაზილიას 19,8%-იანი, ხოლო ესპანეთს 16,1%-იანი შანსები აქვს. რუსეთს, ამ მოდელირების მიხედვით, ამ საშინაო ასპარეზში მოგების 1,6%-იანი შანსი აქვს. 41,4%-იანი ვარაუდით, ეს გუნდი ჯგუფიდან გასვლას შეძლებს.
ალგორითმი საკმაოდ პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს პანამის, ტუინისის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და კოსტა-რიკის ნაკრებების შანსებთან დაკავშირებით. ამ ჩემპიონატში მათი გამარჯვების შანსი ნულს უტოლდება. ევროპის მოქმედი ჩემპიონი-პორტუგალია, ამჯერად თასის მფლობელი მხოლოდ 3,1%-იანი ალბათობით დაისაკუთროს.
მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე, რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად რუსეთში 31 ქვეყნის გუნდები ჩავლენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები