ორთავიანი ბავშვი ბანგლადეშში დაიბადა

  ბანგლადეშში სიამის ტყუპი დაიბადა – ბავშვი, რომელიც რეალურად ორი ადამიანია. ტყუპი დები იზიარებენ ერთ სხეულს. ბავშვი საკეისრო კვეთით გვიან ღამით ბანგლადეშის  ბრაჰმანაბარიას  რაიონში  დაიბადა. იგი ახლა რეანიმაციაშია სუნთქვის პრობლემების გამო. ბავშვის მამამ განაცხადა, რომ იგი მოხიბლული და გახარებულია. “მას აქვს ორი სრულყოფილად განვითარებული სახე. იგი ჭამს ორი პირით და სუნთქავს ორი ცხვირით. მიუხედავად ყველაფრისა, მადლობა ალაჰს, რომ ბავშვი და ჩემი მეუღლე ახლა ცოცხლები არიან”, – განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო AFP – ს. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვს სასიცოცხლო ორგანოების მხოლოდ ერთი კომპლექტი გააჩნია. განსხვავებელი მხოლოდ ისაა, რომ იგი ორი თავით დაიბადა, დანარჩენი კიდურები და ორგანოები, ჩვეულებრივი ჯანმრთელი ახალშობილის მსგავსად, აქვს ჯანმრთელი. ეს არის იშვიათი მოვლენა, რადგან ბავშვი ამ წუთამდე ცოცხალია. სიამის ტყუპის ანომალიით დაბადებულთა დაახლოებით 60 პროცენტი მკვდრადშობილია ან იღუპება ცოტა ხნის შემდეგ, – განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა.

GkTI8IgOsd0c11c6a1a41a10e1c-3315493-A_baby_with_two_heads_was_born_in_a_hospital_in_Brahmanbaria_Ban-a-18_1447344726950

კომენტარები

სხვა სიახლეები