ბალერინისა და ფეხბურთელის ცეცხლოვანი ტანგო – ვიდეო

დღის დედოფალია 22 წლის მარიამ კვარაცხელია, პროფესიით სტომატოლოგი.
სიძე – 24 წლის გიგი იოსელიანი, ფეხბურთელი.

მარიამს და გიგის ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ, ერთმანეთიც მათი დახმარებით გაიცნეს.
ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, 6-თვიანი მეგობრობის შემდეგ გადაწყვიტეს, ერთად ყოფილიყვნენ და 5 წელი შეყვარებულების ამპლუაში გაატარეს.
ერთხელაც გიგიმ მარიამს ქალაქგარეთ წასვლა შესთავაზა, თუმცა სად მიდიოდნენ, არ გაუმხელია. რამდენიმე საათში ყაზეგში „Rooms Hotel Kazbegi”-ის ვერანდაზე ისხდნენ.
გასეირნების მთავარი მიზეზიც მაშინ შეიტყო მარიამმა – გიგიმ საყვარელ გოგოს ხელი სთხოვა.
მარიამი და გიგი ძალიან რომანტიკულები არიან და ერთმანეთს სიურპირიზებით ხშირად ანებივრებენ, თუმცა მარიამი აღიარებს, რომ მეუღლეს უკეთ გამოსდის.
გოგონას ძალიან უყვარს შეფუთული საჩუქრის გახსნის პროცესი.
ერთხელაც გიგისგან ჭრელ ქაღალდში შეფუთული დიდი ყუთი მიიღო საჩუქრად.
დაახლოებით, ოცი წუთი ხსნიდა შეფუთულ ყუთს მარიამი, სანამ საათის პატარა კოლოფს არ მიაგნო.
წყვილმა ქორწილში ცეცხლოვანი ტანგო შეასრულა.
მარიამი ყოფილი ბალერინაა და ილეთების ათვისება არ გასჭირვებია, თუმცა არც ფეხბურთელი გიგი ჩამორჩენია მოძრაობებში.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=-P3SykAqaYE[/youtube]

წყარო: http://funtime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები