ბაკურ ბაკურაძე „ნაციონალებს“ : სად ხართ, რატომ გაიყურსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა, დანარჩენი ყველა ჩასაქოლია?

ბაკურ ბაკურაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ანანიაშვილის მოსკოვში ვიზიტს ეხმიანება და „ნაციონალებს“ მიმართავს.

„ჰე! ნაცხროვა, სად ხართ? წივილ-კივილი რომ გაგიდით, რატომ მიდიან ქართველი ხელოვანები მოსკოვში სამღერადო? ზუსტად 25 თებერვალს ნინო ანანიაშვილი რუსეთში, მოსკოვში, დიდ თეატრში იცეკვებს! ის სადაა, ქმარი ქმარი? თვითონ ძლივს რომ გააგდებინეს რუსეთის პასპორტი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელიდან და სხვას ყველას რომ რუსეთის აგენტს ეძახის? სად ხართ თქვენ, რატომ გაიყურსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა, დანარჩენი ყველა ჩასაქოლია? ტფუი, თქვენი.

P.S. უნდა იცეკვოს, ჩემი აზრი ესაა. მისი ცხოვრების და შემოქმედების უდიდესი ნაწილია რუსეთი, ეს სცენა და უნდა იცეკვოს…“ – წერს ბაკურ ბაკურაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები