ბაია პატარაია: “საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ”

უფლებადამცველი ბაია პატარაია დღეს გურჯაანში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა:

“ცოლის ცემისას კაცს 8 თვის ბავშვი შემოაკვდა, რომელიც დედას ხელში ეჭირა – საქართველო, 2021.

პ.ს. შემოაკვდა რა… მოკლა.

ძვირფასო ქალებო და გოგოებო, საერთოდ ნუ გათხოვდებით, თუ თავის რჩენა და დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება არ გაქვთ, რომ ვიღაც მანიაკის ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ მთელი ცხოვრებით გამწარებულები. არ ღირს, მართლა არ ღირს ამდენ ტანჯვად არაფერი.” – წერს ბაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები