ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბაია დვალიშვილი ფართო საზოგადოებამ „ნელიკოს“, თინას დედის ამპლუაში გაიცნო. თბილი, მზრუნველი ქალი ყველას შეუყვარდა, თუმცა ბევრმა არ იცოდა, რომ ის რეჟისორ აკაკი დვალიშვილისა და მსახიობ მარინე თბილელის შვილია. კლიშეა, მაგრამ მაინც გეტყვით – ეს მას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებდა.
17 წლის ასაკში ბაიამ, მსახიობ მურმან ჯინორიასთან ერთად შექმნა ოჯახი. ნაადრევ ასაკში ქორწინებას ბაია არასწორს საქციელს უწოდებს.
„იმდენად ძველი ამბავია, რომ აღარც კი მახსოვს. გასაკვირი არაა ალბათ, რომ ამ ამბავს ყველა უარყოფითად შეხვდა და ალბათ მართლებიც იყვნენ, რადგან სულელური ნაბიჯი გადავდგი და შედეგიც მალე დავინახე, წელიწად-ნახევარში დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი, რომ საუბრისას ჩემში ემოციასაც კი არ აღძრავს, ეს იყო გატაცება და მეტი არაფერი. ზოგადად, ამ ასაკში ოჯახები გატაცებით იქმნება.“