“ბათუმობის” დეკორაციის ქოლგები მოქალაქეებმა სახლებში წაიღეს – რას აცხადებს ერმაკოვი

“ბათუმობა 2016” – თან დაკავშირებით ბათუმში, ქუჩაზე ქოლგებისგან გაკეთებული დეკორაციის ნაწილი ქარმა დააზიანა.
სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ძირს ჩამოცვენილი ქოლგები გამვლელებს სახლში მიაქვთ. ფეისბუქში შესაბამისი ფოტოც ვრცელდება.
ფაქტმა ფეისბუქმომხმარებლებში გულისწყრომა გამოიწვია, ისინი იმ მოქალაქეებს აკრიტიკებენ, რომლებმაც ჩამოვარდნილი ქოლ14182422_512636535609201_65905318_nგები არა ღონისძიების ორგანიზატორებთან, არამედ სახლში წაიღეს. გულისწყრომას საფუძვლიანს უწოდებს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
როგორც მან “კვირა +“ – თან საუბრისას აღნიშნა, ქოლგები იმ კომპანიის კუთვნილება იყო, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. “ჩემი ინფორმაციით წაღებულია დაახლოებით 5 ქოლგა, სამართლიანია იმ ადამიანების გულისწყრომა, რომლებმაც მოქალაქეები აღნიშნული ქმედების გამო გააკრიტიკეს. ეს ქოლგები ერთ-ერთი კომპანიის საკუთრება იყო, რომელმაც “ბათუმობასთან“ დაკავშირებულ ტენდერში გაიმარჯვა“, – აღნიშნავს ერმაკოვი. 3-4 სექტემბერს, ზღვისპირა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ბათუმობა 2016” იმართება.
14256570_512635555609299_235697943_n      14193598_1448041225211863_590336158_n

კომენტარები

სხვა სიახლეები