ბათუმის ცხოველთა თავშესაფარი, სადაც ლეკვები და კნუტები ისე კვდებიან, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს (ფოტო, ვიდეო)
მოქალაქე ზაირა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც ცხოველების გაუსაძლისია პირობებია ასახული.
„მეგობრებო, გთხოვთ ცოტა დრო დამითმოთ და გაეცნოთ ჩემს სტატუსს! 24 ივლისს ვიმყოფებოდი ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ცხოველთა ეგრეთ წოდებულ “თავშესაფრში”, სადაც კატასტროფული მდგომარეობა დამხვდა, ცხოველები იმყოფებიან გაუსაძლის და თავშესაფრისთვის მიუღებელ სიტუაციაში, ლეკვებისთვის განკუთვნილ ზონაში ოთხი მკვდარი ლეკვი ცოცხალ უამრავ ლეკვთან ერთად აღმოვაჩინეთ, კნუტების განკუთვნილ ზონაში სამი მკვდარი კნუტი ასევე იმყოფებოდა ცოცხალ კნუტებთან ერთად, ფაქტობრივად, ყველა ცხოველი გალიებში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა.
სპეციალურად, რამდენიმე დღეში, გადამოწმების მიზნით მისულებს წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, შევაღწიეთ თავშესაფარში, სადაც, ფაქტობრივად, გახრწნილი ცხოველების სხეულები დაგვხვდა, გთხოვთ ყველას, ვისაც ენაღვლება ამ ცხოველების ბედი, მიაწოდოთ ხმა შესაბამის ორგანიზაციებს, რათა გადავარჩინოთ ეს ცხოველები.
P.S გაწვდით ფოტო და ვიდეომასალას და გთხოვთ, გაიზიაროთ ეს სტატუსი“, – წერს ზაირა ნადირაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=3ZNExUEYdz4&feature=youtu.be[/youtube]