ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქმარზე მოძალადე ქალის საქმე მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ განიხილა.
უბნის ინსპექტორმა შემაკავებელი ორდერის გაცემა მოითხოვა, რაც მოძალადეს, ძალადობის მხვერპლთან მიახლოებას, როგორც ამუშაო ტერიტორიაზე ასევე სახლში უკრძალავს.
როგორც უბნის ინსპექტორი განმარტავს ქალი და კაცი ერთმანეთს უკვე დაშორდნენ და მათი ქონება სასამართლო გზითაა გაყოფილი, თუმცა მიწაზე დავა ამ ეტაპზეც გრძელდება.
„შემომივარდა სახლში, ჩამიმტვრია ფანჯარა და იძულებული გავხდი საპატრულო პოლიცია გამომეძახა. ერთხელ სულაც სახლში დამხვდა. მლანძრავს და ხშირად მაგინებს. თავს დაესხა დედაჩემს. მიწაზე ყავდა დაგდებული და ზემოდან შედგა“, – აცხადებს ქალისგან დაზარალებული მამაკაცი.
მოსამართლემ ეს ქალი ბრალდებულად ცნო და მას ყოფილი ქმრის სახლთან მიახლოება აუკრძალა.
წყარო: http://pia.ge