„ბავშვური სისუფთავე ჰქონდა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია“ – ლელა წურწუმია ზაზა ურუშაძეზე

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ. მომღერალი ლელა წურწუმია „პრაიმტაიმთან“ თავის მეგობარზე საუბრობს.

ლელამ ზაზა ურუშაძის სერიალში „ცხელი ძაღლი“ ითამაშა, მოგვიანებით კი მთავარი როლი შეასრულა მის ფილმში – „დარჩი ჩემთან“:

“ეს საშინელი ამბავი კონცერტის წინ მითხრეს. როგორც კი სახლში მიასვენეს, მაშინვე მივედი… ჩვენი პროფესია და ცხოვრება ასეთია, ხანდახან ისე მეშლება ნერვები!.. სულ რომ არ გემღერება, მაგრამ რომ არ უნდა შეიმჩნიო! ძალიან რთულია. ჩემს გულში რა ხდებოდა, კიდე ცალკე თემაა… საერთოდ რომ აღარ ვითამაშო ფილმში, ის მაინც დამრჩება, რომ ზაზა ურუშაძის ფილმში “დარჩი ჩემთან” ვითამაშე…

იცით, რა მომწონდა ზაზასი? ბავშვური სისუფთავე ჰქონდა. ასეთი სუფთა გამომეტყველება ჰქონდა, დამოკიდებულება, შეხვედრა. კაი ტო… – გეტყოდა.”

მიუხედავად ჩვენი მწირი შეხვედრებისა, მავსებდა და განსაკუთრებულად მიყვარდა ეს ადამიანი. მიხაროდა, რომ ვიცოდი ზაზა ურუშაძის არსებობა. უთბილესი, პოზიტიური ადამიანი იყო. ამიტომაც დამწყვიტა გული.

ზაზა არა მხოლოდ ჩვენ, მსოფლიო კინემატოგრაფიას დააკლდა, ყველას, ვისაც გვიყვარდა. ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ზაზა ურუშაძე. ბედის მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა – ყვება ლელა წურწუმია.

კომენტარები

სხვა სიახლეები