ბავშვმა მშობელი თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს – ფსიქოლოგი

გიორგი ჩოგოვაძის 12 ოქროს წესი მშობლის ავტორიტეტისთვის

✅​იყავით თანმიმდევრული: თუ ერთხელ თქვით არა, თქვენი გადაწყვეტილება არ შეცვალოთ, რადგან ბავშვმა იტირა ან ინერვიულა, თორემ მანიპულაციის ამ ხერხს სულ მიმართავს
▪️
✅​დააწესეთ მკაფიო საზღვრები: ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის დაშვებული — კატეგორიულად აკრძალული ან ბუნდოვანი წესები იწვევს ქაოსს.
▪️
✅​შეინარჩუნეთ სიმშვიდე: ყვირილი სისუსტის ნიშანია. როცა მშვიდად, მაგრამ მტკიცე ტონით საუბრობთ, თქვენი ავტორიტეტი უფრო დამაჯერებელია.
▪️
✅​ნუ შეხვალთ ვაჭრობაში: მშობელი არ უნდა ევედრებოდეს ბავშვს დავალების შესრულებას.

✅​გამოიყენეთ „არჩევანის ილუზია“: მიეცით ბავშვს უფლება აირჩიოს ორ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს შორის ერთ-ერთი (მაგ: „ჯერ ჰიგიენას მიხედავ თუ ჯერ სათამაშოებს დაალაგებ?“).

✅​იყავით ერთიანი ფრონტი: დედა და მამა (ან ოჯახის სხვა წევრები) ერთსა და იმავეს უნდა ითხოვდნენ. თუ ერთი კრძალავს და მეორე უშვებს, ბავშვი სწავლობს მათ „დაპირისპირებას“ თავის სასარგებლოდ.

✅​ასწავლეთ მოთმინება: ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ მისი სურვილები მყისიერად არ სრულდება. ლოდინის უნარი ემოციური ინტელექტის საფუძველია.

✅​ნუ იქნებით „მომსახურე პერსონალი“: ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ასაკის შესაბამისი მოვალეობები სახლში. ეს მას პასუხისმგებლობას აჩვევს.

✅​აღიარეთ მისი ემოციები, მაგრამ არა ქცევა: შეგიძლიათ თქვათ: „მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ ხელის კვრა დაუშვებელია“. ემოცია ლეგიტიმურია, აგრესიული ქმედება — არა.

✅​იყავით ლიდერი და არა „უბრალოდ მეგობარი“: მეგობრები ბავშვს გარეთაც ეყოლება, მშობელი კი ერთია. მას სჭირდება გზამკვლევი, რომელიც საჭირო დროს სიმკაცრეს გამოიჩენს.

✅​შეასრულეთ დაპირება (როგორც კარგი, ისე ცუდი): თუ დაჰპირდით, რომ წესის დარღვევისთვის ტელეფონს ჩამოართმევთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.

✅​გამოყავით დრო ხარისხიანი ურთიერთობისთვის: როცა ბავშვი გრძნობს სიყვარულს და ყურადღებას, მას ნაკლები მოთხოვნილება აქვს „დესტრუქციული“ მეთოდებით მიიქციოს თქვენი ყურადღება.

კომენტარები

სხვა სიახლეები