ფსიქოლოგი, ხათუნა მუზაშვილი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც 25 წელს გადაცილებულ ზრდასრულს ბავშვს უწოდებენ და თერაპიაზე მისვლას სთხოვენ:
“ბავშვი უნდა მოგიყვანოთო….
და ბავშვი 25, 30 და 35 გადაცილებული ადამიანები არიან, რომლებიც მშობლებს თხოვნით, ბრძანებით, ზეწოლით და უბრალოდ საკუთარი გადაწყვეტილებით მიყავთ ფსიქოლოგთან
ყოველთვის თავად მშობლებს ვთავაზობ ხოლმე მობრძანებას „ბავშვის“ მაგივრად და ხშირ შემთხვევაში არ ესმით:)
გული მტკივა ყველა იმ „ბავშვის“ მაგივრად, რომელსაც ზედმეტი ზრუნვით უნარები აქვს შეზღუდული…
მტკივა ის მშობელიც, რომელსაც გონია რომ ყველაფერი გაუკეთა შვილს, მის მაგივრად რომ ყრის შაქარს ჩაიში, აჭმევს, აცმევს და ცოლიც მის მაგივრად მოჰყავს ან არ მოჰყავს და თან უკვირს, რატომ არ არის დამოუკიდებელი…
მტკივა ის ოჯახებიც, რომელიც ჯოჯოხეთად ექცევათ ხოლმე მათ შემქმნელებს – სადაც თავად ცოლ ქმარი კი არა – კვლავ დედები და მამაები დირიჟორობენ და ვერ იყოფენ პირველობას.
და მტკივა ამ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები, რომლებიც მინიმუმ უბედურები და ხშირ შემთხვევაში სამყაროზე განაწყენებული მოძალადეები არიან.
სად გაიზარდა მოძალადეო?
ოჯახში…
იქ სადაც ყველაფერი თავდაყირა იდგა, მაგრამ ამ თავდაყირას უკან, ვიღაცის ზედმეტი ზრუნვა, მიჯაჭულობად ქცეული სიყვარული, გადაუჭრელი ჭიპლარი და პირადი საზღვრების არ არსებობა სუფევდა.
უკაცრავად, ამ პათოსისათვის, მაგრამ…
ნუ მირეკავთ 30 გადაცილებული „ბავშვების“ მოსაყვანად , რადგან ეს ის ტრაგედიაა, რომლის მოსაგვარებელი ინსტრუმენტიც მე არ გამაჩნია.”- წერს ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში.
Next Post
სხვა სიახლეები