“ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას” – დათის საზოგადოების დახმარება სჭირდება

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი 1-თვიანი ხელოვნური ძილიდან გამოიყვანეს. დათის წინ საკმაოდ ხანგრძლივი და რთული გზა აქვს გასავლელი, რაშიც მას საზოგადოების დახმარება სჭირდება:
“დათის ავარიის შედეგად თავის ტრავმა არ მიუღია, თუმცა 1 თვის მანძილზე იგი ხელოვნურად ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ბოლო რამდენიმე დღეა ექიმები ისრაელის კლინიკაში ცდილობენ მოუხსნან მორფინი და შეაღვიძონ ბავშვი.
წამალზე დამოკიდებულებასთან გამკლავება დათის ძალიან უძნელდება, ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია.
ჩვენი სუპერგმირი ამასაც დაძლევს და განახლებული ძალებით განაგრძობს ბრძოლას სიცოცხლისათვის.
კლინიკაში მკურნალობის დანახარჯი ამ დრომდე 200000$ მეტია.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
🔹TBC:
#GE05TB7962745064300024
🔸BOG:
#GE90BG0000000101545483
#დათისთვის”

კომენტარები

სხვა სიახლეები