ბავშვი, რომელიც ისანში მე-7 სართულიდან გადმოვარდა დედამ სველი ხელით ვერ დაიჭირა – დეიდის ემოციური მიმართვა საზოგადოებას
ისანში, მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი და გარდაცვლილი ბავშვის დეიდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მინდა ყველას გითხრათ!!! მე ვარ ამ ანგელოზის დეიდა, რომელიც გარდაიცვალა უბედური შემთხვევით! წლინახევრის გოგონა რომელიც გადმოვარდა მეშვიდე სართულიდან ისანში! ვერ მოვიცალე აქამდე დამეწერა პასუხი იმ კომენტარებზე, რომელიც მოჰყვა ამ უბედურებას! უფალმა განსაჯოს თქვენი სამართალი, ჩვენს მწუხარებას სულში რომ აფურთხებთ, ვინც დაწერა დედამისზე ის რომ უყურადღებო იყო და ჯობდა თვითონ ჩამოვარდნილიყო… დედამისს საერთოდ იცნობთ?! ის არის უწესიწრესი და უსათნოესი პიროვნება, იმ დღეს დედა მარტო იყო 2 შვილთან ერთად, ბავშვები სამზარეულოში იყვნენ დედასთან ერთად, პატარამ დედას წყალი სთხოვა, სანამ დედა გატრილადა და წყალი მოაწოდა, მოუსვენარი ელენიკო ფანჯარასთან დადგმულ მაგიდაზე აძვრა… ფანჯარას ბადე ჰქონდა, მაგრამ ბავშვი მოულოდნელად მიაწვა ბადეს, რომელსაც თან გადაყვა. დედა ამას შეესწრო, ხელიც კი წაუპოტინა ბავშვს მაგრამ სველი ხელით ბავშვის ტერფი გაუცურდა და ვერ დაიჭირა. წარმოიდგინეთ ახლა დედამისის მდგომარეობა, რომელმაც დაინახა როგორ გადავარდა მისი წლინახევრის შვილი. მეორე სამი წლის ბავშვი ტიროდა ელენიკო გაფრინდაო. დედამისი კი ფეხშიშველი ჩარბოდა კიბეებზე. დედა ჯერ კიდევ არ არის გონზე მოსული… და როცა გონზე მოდის, რამოდენიმე წუთით მაშინაც იმას იძახის ბავშვს ძუძუ უნდა ვაჭამოო. ახლა თქვენ განსაჯეთ დედისა და ოჯახის მდომარეობა და მერე იჭორავეთ… ღმერთმა შეგინდოთ…ასეთი ტკივილიი არ გადაგატანინოთ არავის..“,- წერს გარდაცვლილის დეიდა.