ბავშვის სწორად დასჯის წესები

• ღრმად ჩაისუნთქეთ და გულში ან ხმამაღლა დაითვალეთ, 5-მდე მაინც.
• დაიცალეთ – ანუ ეცადეთ შედარებით მშვიდი ტონით წაუყენოთ ბავშვს პრეტენზიები. საჭიროა არა იმის თქმა, თუ “როგორი საშინელი და აუტანელი ბავშვია”, არამედ გაამახვილოთ ყურადღება მის საქციელზე და იმაზე, თუ თქვენ როგორ გატკინათ ამით გული: “ძალიან მაწყენინე, არ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდი…” სხვათა შორის, პრაქტიკა უჩვენებს, რომ ბავშვები უფრო ხშირად ისჯებიან არა ცუდი საქციელის, არამედ მშობლების გაფუჭებული ნერვების გამო.
• სიტყვა მიეცით “დამნაშავე მხარეს”. მოლაპარაკების პროცესში

შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბავშვის საქციელი თუ შეცდომა არც ისე მნიშვნელოვანია.
• სასჯელი აუცილებლად საქციელის შესაბამისი უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები.
• თუ ბავშვი პატიებას არ გთხოვთ, ნუ მოითხოვთ ამას. ეს ორივეს უფრო მეტად გაგაღიზიანებთ. ცოტა მოგვიანებით ასწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიხადოს ხოლმე ბოდიში.
• აუცილებლად შეურიგდით ჩხუბის მერე. არსებობს ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობების ოქროს პრინციპი: ისე არ დაწვეთ დასაძინებლად, სანამ ოჯახურ კონფლიქტს არ მოაგვარებთ (განსაკუთრებით ბავშვთან). რა საქციელიც არ უნდა ჩაიდინოს, დაძინებამდე აუცილებლად შეურიგდით, აკოცეთ ძილის წინ და მეგობრებად დარჩით.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები