ფსიქოლოგი ზურა მხეიძის თქმით, ბავშვები ისე უნდა გაიზარდონ, რომ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ამას მშობლები ნაკლებად უწყობენ ხელს, განსაკუთრებით, საქართველოში.
“აქ ორი უკიდურესობაა – გადამეტებული ზრუნვა, როდესაც ბავშვს არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს და აქედან გამომდინარე, მოზრდილიც მსგავსი ტერმინებით გელაპარაკება და გაყვედრებს, რომ თურმე, პატრონი არ ჰყავს. აქ ის ამბავია, ყველა რომ პატრონს ეძებს, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც, იმიტომ რომ მასაც არ ჰყავს პატრონი, ხან ბრიუსელს, ხან ვაშინგტონს და ხან მოსკოვს. აბსოლუტურად ყველა ეძებს პატრონს.
და არის მეორე უკიდურესობა – ე.წ. „ბავშვის თავისუფლად გაზრდა“, როდესაც მას ინსტინქტების დონეზე ზრდი და პასუხისმგებლობებს არიდებ.
მრავალი არაჯანსაღი დამოკიდებულება არსებობს, ერთ-ერთია ის, რომ ბავშვმა თურმე არ უნდა მიიღოს ნეგატიური ემოცია მშობლისგან. მე თუ ბავშვთან მსგავსი მიდგომებით ვიმოქმედებ, ის რომ გაიზრდება და გარეთ გავა, მერე ნახეთ თქვენ, მისი სტრესული სიტუაცია. სამსახურში, უფროსის პირველივე შენიშვნისთანავე ცუდად გახდება და დაისტრესება, იმიტომ რომ მას არ აქვს გამოცდილება მსგავსი ურთიერთობების. მოკლედ, დღეს საქართველოში აღზრდის პრობლემაა და ეს საკითხი სერიოზულად არის გადასახედი”, – ამბობს ზურა მხეიძე.
სხვა სიახლეები