ბავშვთა კვების წესი 3 წლიდან ზემოთ, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ის აუცილებელი მინიმუმი, რაც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 161 მილიონი 5 წლამდე ბავშვი სიმაღლეში ისე ვერ იზრდება, როგორც საჭიროა, 50 მილიონი ბავშვი წონას ჩამორჩება, ხოლო 41 მლნ სიმსუქნით არის დაავადებული.

თანამედროვე ბავშვები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას განიცდიან. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის. არასწორი კვება, ნაკლები მოძრაობა და მრავალი უსარგებლო, რაფინირებული პროდუქტის მიღება ბავშვის ნორმალურ განვითარებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს.

ბავშვი აუცილებლად უნდა მოარიდოთ გენმოდიფიცირებულ, გაყინულ პროდუქტს.

არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს სამი წლის ასაკიდან ბავშვს ყველაფრის ჭამა შეუძლია. თუმცა ასე როდია. მან უნდა იკვებოს მაქსიმალურად ჯანსაღად და სასარგებლოდ, მიიღოს ის აუცილებელი, რაც საჭიროა მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, გარკვეული ცხიმები, ნახშირწყლები.

ცილა ძირითადი სამშენებლო მასალაა ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის. ცხოველური წარმოშობის ცილები შეიცავენ უცვლელ ამინომჟავებს. ბავშვის მენიუში ცილის დაახლოებით 50% მიეკუთვნება ხორცს, თევზეულს, რძის პროდუქტებს, კვერცხს.

ცხიმები ენერგიის წყაროა, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის ხარისხს. მნიშვნელოვანია, ბავშვის რაციონში არ შედიოდეს ტრანსგენული ცხიმები, რომლითაც მრავალი მზა საკვებია გაჯერებული.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები