“ბავშვებში კორონავირუსის გართულება შესაძლებელია, განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება” – პედიატრი

„ზამთარში ვირუსული ინფექციები მოიმატებს, ბავშვებში შესაძლოა კორონავირუსის გართულება“, – ამის შესახებ პედიატრმა, მაია ხერხეულიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება როგორც მშობლებს, ასევე – ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია, განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან.

დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ, რომ თურმე ემართებათ, მაგრამ – შედარებით მსუბუქად. შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ, ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, – აღნიშნა პედიატრმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები