“ბავშვებს სიკვდილის წინ ანესთეზიას ვუკეთებდით, ტკივილი რომ გაგვეყუჩებინა” – მარიუპოლელი ექიმის აღსარება

ან­დრეი სერ­ბი­ნი 27 წლი­საა, ის ლე­ვო­ბე­რეჟ­ნის რა­ი­ო­ნის მა­რი­უ­პო­ლის N4 სა­ა­ვად­მყო­ფოს ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია. 24 თე­ბერ­ვალს, ომის და­წყე­ბის დღეს, თა­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვი­და და მხო­ლოდ 21 მარტს შეძ­ლო სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ტო­ვე­ბა… ომის პირ­ველ კვი­რას, ვიდ­რე მა­რი­უ­პო­ლის მარ­ცხე­ნა ნა­პი­რი ჯერ კი­დევ არ იყო ოკუ­პან­ტე­ბის მიერ ქა­ლა­ქის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, მედ­პერ­სო­ნა­ლი ახერ­ხებ­და კლი­ნი­კა­ში მის­ვლას.

მარ­ტის და­სა­წყის­ში კი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში მხო­ლოდ ორი ქი­რურ­გი, ორი ტრავ­მა­ტო­ლო­გი და ორი ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი დარ­ჩა. მათ შო­რის იყო ან­დრეი. სწო­რედ მათ ჩა­ა­ტა­რეს ოპე­რა­ცია, და­ეხ­მარ­ნენ ასო­ბით მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქეს.

ან­დრეი:

– ექი­მე­ბი სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დავ­რჩით და ვა­კე­თებ­დით ჩვენს საქ­მეს. პირ­ვე­ლი დაჭ­რი­ლი ჩვენ­თან 25 თე­ბერ­ვალს მო­ვი­და. თე­ბერ­ვლის ბო­ლო­დან შე­ნო­ბა­ში გათ­ბო­ბა არ იყო. 3 მარტს კი სა­ა­ვად­მყო­ფოს ჩრდი­ლო­ეთ ფა­სად­ზე მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა. დენი აღარ იყო. ოთახ­ში 4 გრა­დუ­სი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რა. ელექტრო­ე­ნერ­გია დი­ზე­ლის გე­ნე­რა­ტო­რი­დან გვქონ­და, საწ­ვა­ვი ძა­ლი­ან ცოტა იყო და ვზო­გავ­დით. ვიდ­რე ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ პირ­ველ დღე­ებ­ში დი­ზე­ლის საწ­ვა­ვი იყი­და, შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებ­მა სამ-ოთხჯერ მოგ­ვი­ტა­ნეს.

მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს­თვის ორი გა­მათ­ბო­ბე­ლი გვქონ­და, რო­მე­ლიც სა­ო­პე­რა­ციო დარ­ბა­ზებ­ში დავ­დგით და მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს ვრთავ­დით.. სი­ცი­ვის გამო ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვიც­ვით, რაც ვნა­ხეთ, ზე­მო­დან კი – კო­ვი­დის სპე­ცტან­საც­მე­ლი (ომამ­დე აქ კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობ­დნენ).
წყარო: www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები