“ბავშვები 20 სართულიანი კორპუსის სახურავზე გუნდაობენ” – ვიდეო ფიროსმანის ქუჩიდან

“ფეისბუქ” მომხმარებელი ქრისტი კოსტავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბავშვები სახურავზე დარბიან.
წყაროს ინფორმაციით, ისინი ფიროსმანის 16 ნომერში, 20 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე გუნდაობდნენ, რაც საფრთხის შემცველია.
“ფიროსმანის 16 ნომერში თუ ცხოვრობთ ან ვინმე თქვენი ახლობელი ცხოვრობს გთხოვთ მიაქციეთ ამ ბავშვებს ყურადღება.
ჩვენ პატრული გამოვიძახეთ მაგრამ როცა გაიგეს სირენების ხმა გაიქცნენ, სავარაუდოდ ამ კორპუსში ცხოვრობენ ! სამშენებლოსაც დავუკავშირდით და იმედია კარებს გაუკეთებენ მაგრამ სანამ ეს მოხდება არ გვაქვს გარანტია, რომ კიდევ არ ავლენ და იქ ასეთ ექსტრემალუს გუნდაობას არ მოინდომებენ! კორპუსი 20 სართულიანია და უბრალოდ წარმოდგენაც შოკში მაგდებს რა შეიძლება მომხდარიყო”, – წერს “ფეისბუქ” მომხმარებელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები