ქართულმა და, არამხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, ბათუმელი “კუპატა” რამდენიმე თვის წინ გაიცნო. ალბათ, გემახსოვრებათ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ძაღლი, რომელიც “ზებრა” გადასასვლელზე ავტომობილების მიმოსვლას აჩერებს, რათა ბავშვებს გზაზე გადასვლაში დაეხმაროს.
დღეს ქვეყანაში არსებული სიტრუაციის გამო დადგენილი “კომენდანტის საათის” მიუხედავად, “კუპატა” ღამით “ზებრა” გადასასვლელს მაინც ყარაულობს და ბავშვებს ელოდება.
ფოტოს ავტორი – ნინა მხეიძე