ბავშვებით ვაჭრობა Instagram–ის გამოყენებით – ირანში სამი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
თეირანის პოლიციის უფროსის, ჰოსეინ რაჰიმის განცხადებით, ის ფაქტზე წასწრებით დააკავეს. დამნაშავეები 2 ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ. ბავშვებიდან ერთერთი 20 დღის, მეორე კი 2 თვის იყო.
დამნაშავეების განცხადებით, მათ ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან გარკვეული თანხი სანაცვლოდ მოჰყავდათ.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.