ბადრიჯნის რულეტი

ინგრედიენტები:
ბადრიჯანი – 2 ცალი,
ლორი – 100 – 150 გრ,
პომიდორი – 300 გრ,
სტაფილო – 150 გრ,
მარილი, ზეთი.
მომზადების წესი: ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ, დავამარილოთ და 30 წუთით დავტოვოთ. პომიდორი წვრილად დავჭრათ, ლორი – საშუალო ნაჭრებად. სტაფილო გავხეხოთ და შემდეგ ზეთში მოვთუშოთ. პომიდორი დავუმატოთ, კარგად ავურიოთ და მარილი მოვაყაროთ. ცალკე ტაფაზე ბადრიჯანი ორივე მხრიდან შევწვათ. მზა ბადრიჯანი თეფშზე გადავიტანოთ, სტაფილოსა და პომიდორისაგან მიღებული შიგთავსი მოვათავსოთ, ზემოდან კი ლორი დავადოთ და ბადრიჯანში შევახვიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები