ბანგკოკის ცენტრში ინკასატორებს ავტომობილიდან 2 მილიონი დოლარის კუპიურა გამოუფრინდათ. მიზეზი ინკასატორების დაუდევრობა გახდა. მათ ავტომობილის კარის ჩარაზვა დაავიწყდათ. ავტომობილში არსებული მთლიანი თანხა ბანგკოკის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმოიფანტა.
პოლიცია გამვლელებს ნაპოვნი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს, თუმცა ამ წუთამდე დაკარგული თანხიდან მხოლოდ 460 ათასი დოლარის აღდგენა მოხერხდა.
ბანგკოკის მედიასაშუალებები ამ ფაქტზე იხუმრეს და იქ მყოფ ადამიანებს ბარაქიან საახალწლო საჩუქარს ულოცავდნენ. საინკასაციო სამსახურმა, თავის მხრივ, გამოძიება უკვე დაიწყო. რამდენად შეძლებენ ისინი დაკარგული თანხის პოვნას, უცნობია.
სხვა სიახლეები