ახლობლები მეორე დღეა 16 წლის ნათია გურასპაშვილს ეძებენ

როგორც „კვირას“ მოზარდის მამამ გაბრიელ გურასპაშვილმა განუცხადა, მისი შვილი სახლიდან გუშინ, 21 მაისს დილით 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
გოგონა სმენადაქვეითებულია და საუბრი უჭირს. როგორც მისი მშობელი ამბობს, მან მობილური ტელეფონიდან სიმ ბარათი ამოიღო და გადააგდო. ტელეფონი კი სახლში დატოვა.
„მთელი ოჯახი ვეძებთ. მოვიარე სკვერები, ქუჩა- ქუჩა დავდივარ, მაგრამ კვალს ვერსად მივაგენი. პოლიციაც ჩართულია სამძებრო სამუშაოებში, მაგრამ ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი ჩანს. პოლიციამ მისი მიმოწერებიც ამიღო, თუმცა ვერაფერს მიაგნეს. ამოღებულია ასევე ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გამოდის სახლიდან და კვეთს გზას. მეტი არაფერი ჩანს.
სმენადაქვეითებულია და საუბარიც უჭირს. ცოტა ნერვიული ბავშვია, მაგრამ რა მოხდა და რის გამო წავიდა არ ვიცი. არანაირი ვერსია არ მაქვს. მისი წასვლა სახლიდან არც ოჯახში მომხდარ კამათს უკავშირდება და არც ვინმესთან დაპირისპირებას. პირიქით, ოჯახში ყველა თბილად და განსაკუთრებულად ექცეოდა. ყველან მოვიკითხე სადაც კი შეიძლებოდა, მაგრამ არსად არაა“, – განაცხადა გაბრიელ გურასპიშვილმა. როგორც მშობელი ამბობს, ეს გოგონას სახლიდან წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. ის წლების წინ სახლიდან წავიდა, თუმცა მეზობელ უბანში იყო გადასული და მისი პოვნა ოჯახმა დროულად შეძლო.

კომენტარები

სხვა სიახლეები