2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. ამ დროისათვის ის ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ბავშვისთვის შექმნილ შესაბამის ჯგუფში ავსტრიაში გადაღებული ვიდეო ვრცელდება:
“ძალიან ბევრმა დაწერეთ და გვთხოვეთ მონატრებული ანიტას ფოტოები და ვიდეოები. ახლა, რეანიმაციაშია და იქ ვერ ხერხდება გადაღება. ამიტომ, ავსტრიაში მამას რომ ხელზე უკბინა და თავის დაძვრენას ცდილობს- ამის ამსახველ ვიდეო- მასალას შემოგთავაზებთ.
გთხოვთ, არ შევაჩეროთ ლოცვები მისთვის ( ნათლობის სახელი – ანიტა)”