“ახლა, იცინე!” – საკრებულოს წევრი, დის დაღუპვის შემდეგ, სალომე ბარკერს მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სოცმედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და გარდაეცვალა.

ვიდეოში ბარკერი 2 თითზე წამოცმული პრეზერვატივით  ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ ვიდეო შემდეგნაირად დაასათაურა – “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”

აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. საკრებულოს წევრის პირად “ფეისბუქგვერდზე” სოცმომხმარებლებმა “შეტევა” განახორციელეს და მას უშვერი სიტყვებით მოიხსენიებენ. ადამიანები მის საკრებულოდან გაშვებასა და სამსახურის დატოვებას მოითხოვენ.

“კვირა+” შეეცადა, დაკავშირებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა უწყებაში ზარებს არ პასუხობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები