70 წლის ირა ინასარიძემ წმინდა პანტელეიმონ მკურნალის კლინიკის სადიალოზო ცენტრიდან სახლში დაბრუნება ახალციხის საპატრულო ეკიპაჟის (ბორტი 9107) საშუალებით შეძლო.
ქვეყანაში არსებული საკარანტინო პირობების გამო, ახალციხეშიც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ქალბატონი ირა დილით კლინიკამდე მისმა მკურნალმა ექიმმმა მიიყვანა.
სახლში დასაბრუნებლად ბებო გამვლელ მანქანას ელოდებოდა, რადგან ფეხით 6 კილომეტრის გავლა არ შეეძლო.
9 აპრილის ქუჩაზე ხიდის ბორდიურზე ჩამომჯდარი ბებო ადგილობრივმა პატრულმა შენიშნა და დახმარება შესთავაზა.
პატრულ-ინსპექტორებმა ირა ბებო ახალციხიდან სოფელ წნისში ჩაიყვანეს.
აღმოჩნდა, რომ ბებო სახლში ერთ შვილს უვლის, რომელიც შშმ პირია და ის დედას ვერ დაეხმარებოდა კლინიკამდე ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაში.
წყარო: tv9news