ახალციხეში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა (ვიდეო)

ახალციხეში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. თამარა ჯვარიძე კლინიკაში 20 ნოემბერს მოათავსეს. როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ხანდაზმულმა, ინტენსიური თერაპიის გავლის შემდეგ, ვირუსის დამარცხება მაინც შეძლო. ის სრულიად გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.
მედპერსონალმა თამარა ბებოს საზეიმო გაცილების ცერემონიაც მოუწყო.

წყარო: TOK tv

კომენტარები

სხვა სიახლეები