სტუდენტმა კარინე ბაგარიანმა, რომელიც წარმოშობით ახალქალაქიდანაა და თბილისში სწავლობს, დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ 37 ათასი დოლარი იპოვა და პოლიციის დახმარებით პატრონს დაუბრუნა.
ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ამ შემთხვევის შემდეგ, საქართველოში სომხეთის ელჩმა რუბენ სადოიანმა ბაგარიანს უმასპინძლა.
ელჩმა სადოიანმა მადლობა გადაუხადა კარინეს ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასათვის საუკეთესო მაგალითის მიცემისათვის.
Prev Post
სხვა სიახლეები