მიმდინარე ეტაპზე, საქართველოში, შეიძლება ითქვას, გამოსწორდა ადამიანების შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ, გენდერული თანასწორობის, ქსენოფობიის, რასიზმის, ნაწილობრივ რელიგიური ფანატიზმის კუთხითაც.
სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ეს მხოლოდ გარემოს გავლენით აიხსნება, ანუ ხალხმა გააცნობიერა, რომ რასიზმი, ტერორიზმი, სექსიზმი და ა.შ. ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება, საზოგადოების თვალში, open minded ადამიანად დამკვიდრებისთვის, ხვდებიან, რომ საკუთარი ბნელი აზრები სააშკარაოზე არ უნდა გამოიტანონ და „ლიბერალის“ თამაშიც, უნიჭოდ, მაგრამ მაინც აითვისეს.
ეს ხალხი ყოფილი „ღრუზინები და ღრუზინკებია“, რომლებიც „მაგრამისტებად“ ტრანსფორმირდნენ, ანუ რაღაც წაიკითხეს, მოისმინეს, კიდევ რაღაც ნახეს, ნელნელა ალბათ სტერეოტიპულ აზროვნებასაც გადაეჩვევიან, „მაგრამ“ ჯერ კიდევ ბობოქრობს მათში ბნელი გადმონაშთები და ეს ყველაფერი იმავე წინადადებებში, „მაგრამ“-ის შემდეგ იჩენს თავს.
მაშ ასე, გთავაზობთ „მაგრამისტი ღრუზინების“ ტოპ 2 თვისებას, ამოიცანით გარშემომყოფები და დაეხმარეთ, ისინი უფრო ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ღრუზინობისას. „მაგრამისტი ღრუზინები/ღრუზინკები“ თვლიან, რომ:
- ქალი და კაცი თანასწორია, მაგრამ კაცის ღალატი მაინც სხვა თემაა და ქალმა არ უნდა უღალატოს;
- ცოლმა ქმარს ღალატი არ უნდა აპატიოს, რა სისულელეა, მაგრამ ერთხელ თუ დათვრა და ძმაკაცები ბოზებში წავიდნენ, ახლა ეს უარს ხომ არ იტყვის, კაცია თუ საცობი (პროპკა)?!
- (ღალატი #2) ქმარმა ცოლს არ უნდა უღალატოს, მაგრამ თუ ისე უღალატა, რომ ვერ გაიგო, მაშინ კარგი
- თუ ქმარი ცოლს ცემს უნდა დაშორდეს, აბა რა, მაგრამ ბავშვები უმამოდ ცოდოა და ცოტას უნდა გაუძლოს, ასე ერთი ხელის მოსმითაც არ შეიძლება ოჯახის დანგრევა, კაცია, ფიცხია…
- მამაო ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომას, რა გიკვირთ, მაგრამ მისი კრიტიკა დაუშვებელია, რიგითი ადამიანი ხომ არ არის!
- ქალის ცემა დაუშვებელია, მაგრამ ზოგი ისე გამწარებს, ღირსია, ქმარს თავზე ახტებიან და არიან ერთ ამბავში!
- ცოლის მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ ქმარსაც ხომ უნდა გავუგოთ, იქნება და რა დაუშავა, იქნებ ბოზი იყო?!
- ქმარი ცოლს ქუჩაში არ უნდა ცემდეს, მაგრამ მისი ცოლია და სხვის ოჯახურ საქმეებში ხომ ვერ ჩავერევით?
- ქალწულობაზე არ აქვთ გართულება, მაგრამ სასურველია მათი ცოლი და და ქალიშვილები იყვნენ (მაინც სხვანაირად, წესიერ ოჯახში არიან აღზრდილები) და სხვას რაც უნდა ის აკეთოს;
- „ზანგებს“ არაფერს ერჩიან, ყველა თანასწორია, მაგრამ ჩვენ ნუ შეგვეხებიან და დაეტიონ თავის აფრიკაში;
- შეზღუდული შესაძლებობების ბავშვები უყვართ და და გული შეტკივათ, მაგრამ მათ შვილთან არ უნდა ითამაშონ, ბავშვი დაისტრესება და თან კარგი სანახავები არ არიან (!)
- 17 მაისის ტაბურეტკების თემა ცუდია, არ შეიძლება, მაგრამ დაეტიონ თავისთვის ეს “ელგებედეები” და აქციებს ნუ მოგვიწყობენ
- აზრის გამოხატვის თავისუფლება კარგია და ტერორიზმი ცუდია, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა სხვისი რელიგიის როგორ შეიძლება! მოსაკლავი თუ არა დასასისხლიანებლები ხომ მაინც იყვნენ ცემით?!
- ბილწსიტყვაობა და ძალადობა ცუდია, მაგრამ ვინმე რომ ჩვენს რელიგიაზე რამეს იტყვის, დედა არ უნდა მოუტ…ა?!!!!
- ქართული ოცნება არაფერს აკეთებს, მაგრამ ნაციონალებიც ხომ ცუდები იყვნენ?! (ეს ის ხალხი, ვინც 2012-ში 41 შემოხაზა და ახლა თავს იმართლებს…)
- ყველას რელიგიურ მრწამსს პატივს ვცემ, მაგრამ მართლმადიდებლობის გარდა ყველა ყალბია და მის გარეშე არ იარსებებდა სიყვარული, სიკეთე, ა.შ.
- სოფლელებს არაფერს ერჩიან და მათი დისკრიმინაცია არ არის კარგი საქციელი, მაგრამ აღდგომას და ახალ წელს თბილისი სუნთქავს, გაივსო ქალაქი ჩამოსულებით!
- ეს ყველა ბუჩქის ძირას სელფი რა მარაზმია, მაგრამ ერთი მეც ხომ უნდა მქონდეს (მაგრამამდე მოვლენა ვითარდება, როცა ფანრიანი ნოკია აქვთ, მაგრამის შემდგომ – აიფონის შეძენის შემდეგ)
- კაცი უნდა უვლიდეს თავს, მაგრამ ახლა მთლად წარბების გაკეთება და ფრჩხილის უფერო ლაქი უკვე მეტისმეტია!
- გოგოს და ბიჭის მეგობრობის მჯერა, მაგრამ როცა გოგო ძალიან ლამაზია, როგორ უნდა შეიკავო თავი…
- ამ პოსტში ყველაფერი სიმართლე წერია, მაგრამ ასე არ შეიძლება, ჩვენი ქართველობის დაკარგვის მსურველო შეროზია!
წარმოიდგინეთ, რამდენად საცოდავ მდგომარეობაში ხართ, როცა ე.წ. თანამედროვეობას ებღაუჭებით და „მაგრამ“-ის გამოყენებით იქვე, თქვენივე საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებთ და თავად ვერ გაგიგიათ თქვენივე პოზიცია, ეწინააღმდეგებით საკუთარ თავს და ვეღარ ჩამოყალიბებულხართ, დადგეთ პროგრესულობის, თუ საკუთარი სიბნელის მხარეს.
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისოფელში…!
პ.ს. არ გეგონოთ, რომ ამ ყველაფრით ვინმეს ვებრძვი, ან ვინმეს სიბნელის ხაზგასმას ვცდილობ, მაგრამ…….