ახალი კვლევა – კორონავირუსი ზედაპირზე 28 დღის განმავლობაში რჩება

ახალი კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით განაგრძობს არსებობას და მასთან ბრძოლის მეთოდებში, ჯერჯერობით, სიახლე არ შეინიშნება. ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 38 მილიონია.

ევროპის ქვეყნებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია კვლავ შეინიშნება.

The Guardian–ის ცნობით, ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე იმაზე მეტხანს რჩება, ვიდრე – აქამდე იყო ცნობილი. ავსტრალიელმა მეცნიერებმა სხვადასხვა კვლევით დაადგინეს, რომ ვირუსს მეტალის ზედაპირზე 28 დღეც შეუძლია არსებობა.

„დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ კორონავირუსი საკმაოდ მდგრადია. მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ დაინფიცირების შემთხვევების 90% გამოწვეულია კოვიდდადასტურებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით. განსაკუთრებით, თუ მან დააცემინა ან დაახველა სხვა პირთან კონტაქტისას. მხოლოდ დარჩენილი 10%-ის ინფიცირების წყარო ხდება ზედაპირზე მოხვედრილი ვირუსი, – ამბობს ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტოს მკვლევარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები