მაყურებელმა „ახალი ვარსკვლავური ომები“ ძალადობრივ ფილმად შეაფასა. მშობლების მოთხოვნით, შესაძლოა ფილმის ყურება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აიკრძალოს.
პრემიერის დასრულების შემდეგ მაყურებლებმა განაცხადეს, რომ შეშინებულები არიან და პატარა ასაკის ბავშვებისთვის ამ სცენების ნახვა რეკომენდირებული არ არის.
კადრებში ნაჩვენებია სცენები, თუ როგორ გაანადგურა ერთ-ერთმა გმირმა თანასოფლელები, როგორ აწამებენ ფილმის პერსონაჟებს.
როგორც 3 მცირეწლოვანი ბავშვის მამას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს „ახალი ვარსკვლავური ომების“ შესახებ ჰკითხეს აზრი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფილმი საკმაოდ საინტერესოა და მის პრემიერას უამრავი ადამიანი ელოდებოდა. კემერონის თქმით, სასურველი არ არის ფილმი 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა ნახონ.
„ეს კადრები აღვიძებს წარმოსახვის ძალადობრივ სამყაროს. თუ ზრდასრული პუბლიკისთვის საშიში აღმოჩნდა ამგვარის სცენები, შესაძლოა არასრულწლოვანებისთვის, კერძოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახიფათოც კი იყოს ფილმის ნახვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.