ბევრმა ვიცით, რომ ჩვენ სამგანზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ. საგნებს აღვიქვამთ სიგრძე, სიგანე და სიღრმით. ეს არავისთვისაა გასაკვირი, მაგრამ განზომილება არ არსებობს მხოლოდ სამი. მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ განზომილებები იმაზე მეტი არსებობს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ასევე აღსანიშნავია, რომ ის თუ როგორ ვხედავთ და გვესმის განპირობებულია ჩვენი ცნობიერების დონით. რაც უფრო დაბალი ცნობიერება აქვს ადამიანს, მით დაბალ ენერგეტიკულ ვიბრაციებშია და აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია ბევრი რამ, ისევე როგორც განზომილებები. მაგალითად ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორი შეიძლება იყოს ათგანზომილებიან სამყაროში ცხოვრება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ცნობიერება არ წვდება მეტ ცოდნასა და ინფორმაციას. ჩვენს გარშემო ახლაც ბევრად მეტი რამაა, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ. ამ განზომილებაში და სამყაროში, სადაც ეხლა ვცხოვრობთ ადამიანების უმრავლესობას ამოძრავებს არა სიყავრული, სამართლიანობა და დადებითი აზროვნება, არამედ უარყოფითი ემოციები. ამიტომაც არსებობს შიშები, ბრძოლები, უსამართლობა, სიღატაკე და ა.შ. თუმცა ამ კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ძნელია იმის გაგება, რომ შეიძლება არსებობდეს უკეთესი სამყარო, სადაც არასდროს ცუდი არ ხდება. ესეც დაბალი ენერგეტიკის ბრალია. ჩვენ გვგვონია, რომ დედამიწას არაფერი ეშველება, რომ სადაცაა ყველაფერი დაინგრევა და განადგურდება. მაგრამ ეს ხომ ასე არაა? ახლა სწორედ მედია საშუალებებია ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლებიც თუ დააკვირდებით პოზიტიურ ინფორმაციებს არასდროს ავრცელებენ. მაშ ასე, ეს ერთგვარი დამონებაა, თუ ადამიენბი არ დაიჯერებენ რომ არსებობს უკეთესი მომავალი, მაშინ ისინი შიშის ქვეშ იქნებიან და მიჰყვებიან იმ დინებას რასაც კარნახობენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა კაცობრიობა დაბალ ენერგეტიკულ ველშია, მაგრამ ეს მალე შეიცვლება.
მეტაფიზიკოსები, სულიერი მასწავლებლები და ზოგიერთი მეცნიერიც ამტკიცებს, რომ დედამიწა გადადის მეხუთე განზომილებაში, ეს გადასვლა კი დაიწყო 2012 წლიდან. დოლორეს ქენონი, ცნობილი ჰიპნოთერაპისტი, რომელმაც თავისი თერაპიის კურსი გამოიგონა და დაარქვა კვანტური მკურნალობის ჰიპნოთერაპია, ამ ინფორმაციას განუწყვეტლივ იღებდა. მას ადამიანები ისეთ ტრანსის მდგომარეობამდე დაჰყავდა, რომ ცნობიერი ითიშებოდა და ლაპარაკს იწყებდა “მაღალი მე”, შეგვიძლია მას სულიც ვუწუდოთ. დოლორესი თავისი პაციენტების დახმარებით იგებდა ბევრ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც ჩვენთვის დაფარულია. ასე გაიგო მან მეხუთე განზომილებაზეც. მის დასმულ კითხვებზე სული პასუხობდა უმაღლესი ცოდნით, იძლეოდა პასუხებს ყველა თემაზე. იქნებოდა ეს უცხოპლანეტელები, მკურნალობა თუ იმ ადამიანის ვისი სხეულიც იყო, მის წინა ცხოვრებაზე. დოლორესმა თქვა, რომ მეხუთე განზომილებაში გადასვლა უკვე დაწყებულია. 2012 წელი სოწრედაც მაგიტომ იყო მაიას ტომის კალენდარზე ბოლო წელი, რადგან ამ წელს მოხდა დედამიწის სხვა ველში შესვლა და ე.წ. გაღვიძება. რა ხდება მეხუთე განზომილებაში? ეს განზომილება იქნება მაღალი ცნობიერების ადგილი, სადაც ყველაფერი იქნება კარგად და არ იარსებებენ ნეგატიური ადამიანები. დოლორესის აღმოჩენით, დედამიწის ენერგეტიკა იმდენად მძიმეა, რომ აქ მოსულ სულებს განვლილი ცხოვრება ავიწყდებათ და ბოლო ასწლეულების მანძილზე დაბადებული ადამიანები იმისთვის მოვიდნენ, რომ დედამიწის ენერგო ველი აწიონ და გააძლიერონ. ახალდაბედული ბავშვების ცნობიერება სხვანაირი იქნება, მათ უკვე სხვა აზროვნება და მეტი შესაძლებლობები აქვთ, რადგან ისინი ადამიანების ახალი ტალღა არიან. სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით გადავა დედამიწა მეხუთე განზომილებაში.
მეცნიერების აზრით მეოთხე განზომილება დროა. ჩვენ დროზე ვართ დამოკიდებულები. მის გარეშე ვერსად მივდივართ და სულ ვითვლით წუთებს. მაგრამ მეოთხე განზომილება ეს ერთგვარი ხიდია, მესამედან მეხუთეში გადასასვლელად. მეოთხე განზომილებაში ზოგიერთი ადამიანი დროის შეგრძნებას კარგავს. ჩვენთვის დრო მხოლოდ წრფივია. ანუ მიდის მხოლოდ წინ. ეს მხოლოდ ილუზიაა, ძალიან ბევრი რამ ჩვენთვის ილუზიაა, დრო, მატერიები, საგნები. როდესაც ამ ხიდზე აღმოვჩნდებით, ყველა ტყუილი წარმოდგენა უნდა მოვიშოროთ. ზოგიერთი ადამიანი ნებით თუ უნებლიეთ დაკარგავს დროის შეგრძნებას, გაუშვებს შიშებს და მეტად დააფასებს სიცოცხლეს, იქნება მეტ სიყვარულში და მოუსმენს გულს. ისინი კი ვინც აირჩევენ ნეგატიურ აზრებში ყოფნას, სიძულვილს და უსამართლობას დარჩებიან დაბალ ცნობიერებაში და ვერ გადავლენ შემდეგ ეტაპზე. ანუ იმისთვის რომ მეხუთე განზომილებაში მოხვდეს ადამიანი, მან უნდა დაძლიოს შიშები და გაუშვას ყველაფერი რასაც მიჯაჭვულია. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე გრძნობს თავის ცხვორებაში ცვილილებებს, ეს სწორედ ნიშანია იმისა, რომ ის ცნობიერებას იცვლის, ენერგეტიკულ ვიბრაციებს იმაღლებს. დოლორეს კენონმა ასეთი ინფორმაციაც მიიღო, რომ დედამიწა ერთდაერთი პლანეტაა სადაც მთლიანად პლანეტა და კაცობრიობა ერთდროულად გადადის მაღალ განზომილებაში, სხვა შემთხვევებში ასე არ ხდება, ცალკეულად ხდება სულების გადასვლა და არა ერთდროულად. ე.წ. გამქრალი ცივილიზაციებიც ამის მაგალითია, რომ მათ დროს გაუსწრეს, ვიბრაციები აიმაღლეს და უბრალოდ გადავიდნენ მეხუთე განზომილებაში.
რა ხდება მეხუთე განზომილებაში? როგორც უკვე ავღნიშნე აქ მხოლოდ “გაღვიძებული” ადამიანები მოხვდებიან, რომლებმაც მეოთხე განზომილების ხიდი გაიარეს, ანუ მოიშორეს შიშები და ყველანაირი ნეგატიური დამოკიდებულებები. ანუ მეხუთე განზომილებაში ვერ გადავა ისეთი ადამიანი, რომელიც უსამართლოა, უხეშია, ბოროტია და ა.შ. იქ მოხვდებიან მხოლოდ დადებითი ენერგეტიკის მატარებელი ადამიანები და სწორედ ამიტომ ასეთ დედამიწაზე არ იარსებებს არანაირი ომი, სიღატაკე და უსამართლობა. მეხუთე განზომილებაში არ იარსებებს დრო, იქ შეგვეძლება წავიდეთ წარსულში და მომავალშიც, რადგან ყველა “დრო” ერთდროულად მოხდება. ჩვენ შეგვეძლება მედიტაციებით და გონებრივი ძალებით დაველაპარაკოთ ჩვენს პატარა თავებს ან ვნახოთ როგორი ვიქნებით მომავალში. ასევე ასეთ განზომილებაში ადამიანი მიიღებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. გონებრივი ძალები გაიზრდება და რაიმეზე გაფიქრება და ასრულება ერთდროულად მოხდება. არ ისარსბებს დაავადებები. ცნობიერების გაზრდით ჩვენ შეგვეძლება ყველაფრის შეცვლა, სწორედ ამიტომ არ მოხვდება იქ ნეგატიური იდეების მატარებელი ადამიანი, მათი ნეგატიური იდეები ხომ ყველაფერს წამში გაანადგურებდა. მეხუთე განზომილებაში ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, უყვართ და უხარიათ.
რა უნდა ვქნათ რომ იქ მოვხვდეთ? პირველ რიგში უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი. მედიტაციები, იოგა და ჯანმრთელი კვება საწყისია ამისთვის. ასევე დავაკვირდეთ ჩვენს სიზმრებს, ახალი ენერგეტიკული ველის გამო ბევრი ადამიანი ხედავს უცნაურ სიზმრებს და იღებს ხილვებს მედიტაციებში. ამაში საშიში და გასაკვირი არაფერია. რაც მთავარია უნდა გავუშვათ შიშები, სწორედ ესაა დამბლოკავი ფაქტორი. ადამიანს როცა შიშები ტანჯავს ის თამამად ვერ ცხოვრობს და მისი აზროვნებაც ცრუ და დამახინჯებულია. ასევე რადგანაც ახალ განზომილებაში გადასვლა ჩვენთვის ახალია, სხეული რთულად მიიღებს ამ პროცესს. ამიტომ აუცილებელია ვიკვებოთ სწორად, რაც შეიძლება მეტი ხილით და ბოსტნეულით. შეიძლება თქვენ ხორცი აღარც მოგინდეთ, რადგან სხეულმა ყველაზე კარგად იცის რა დროს რა სჭირდება. უნდა მოვუაროთ სხეულს, რომ რაც შეიძლება მეტად შევამსუბუქოთ ეს ენერგეტიკული ცვლილება. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება რაიმე დაავადების მსგავსი სიმპტომები ჰქონდეს, მაგრამ ამ დროს არაფერი სჭირდეს ფიზიკურად და ექიმება ვერ იპოვონ “დაავადების” არსი. ამაში საშიში არაფერია, ეს ბუნებრივი პროცესია და სხეული მიეჩვევა ამ ცვლილებას, თუ უკვე გაშვებული გექნებათ შიში, მაშინ ამ ყველაფერს ბევრად მარტივად აიტანთ.
ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესედება ამ თემით, მედიტაციებით და სულიერი განვითარებით. ბევრი ჩვენგანი უკვე გადის ამ გზას. ზოგიერთებს უცნაური ხილვებიც კი აქვთ. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ მეხუთე განზომილებაში. ეს არ არის ადგილი, ეს არის ცნობიერება. უნდა მივყვეთ გულის გზას, სწორად ის იქნება ჩვენი წაინმძღოლი ამ მოგზაურობაში.
თეა რევაზიშვილი
წყარო: magma.ge