ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქართველი მორაგბე რამაზ მამედოვი გუშინწინ 15 სექტემბერს, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. 20 წლის ბურჯი, რომელმაც კარიერა ქართულ ”ხულიგანაში” დაიწყო, ფრანგულ ”რუანის” ახალგაზრდულ გუნდში, ”ფედერალ1”-ში თამაშობდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მამედოვი ავარიის დროს მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ეს უკანასკნელი დაშავდა და ახლა რუანის რეანიმაციაშიულ განყოფილებაშია.
წყარო: fanebi.com