ახალგაზრდა ნიუ-იორკელმა ქალმა კეილი ფიზელმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, ზარას კაბაში მკვდარი თაგვი აღმოაჩინა.
უსიამოვნო „სიურპრიზი“ 24 წლის კეილიმ კაბის შეძენიდან ერთ თვეში აღმოაჩინა. მან კაბა სამსახურში წასასვლელად ჩაიცვა და ცუდი სუნი იგრძნო. როდესაც სახლში დაბრუნდა, დაინახა, რომ კაბის სარჩულიდან თაგვის თათი ჩანდა. „მე ვიგრძენი რომ ფეხზე რაღაცა უსიამოვნო მეხებოდა. თავდაპირველად მეგონა, რომ ეს იარლიყია ან სიგნალიზაციის სენსორი. მაგრამ შემდეგ თაგვი აღმოვაჩინე. ეს საშინელება იყო“ -0 განაცხადა კეილი ფიზელმა ახლა ქალი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. „ზარას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი პროდუქციას ზედმიწევნით ამოწმებენ და ამ მხრივ ძალიან მაღალ სტანდარტებს იცავენ. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ვიდრე პროდუქცია დახლზე მოხვდება, მას ყველანაირი შემოწმება და დეზინფექცია უტარდება.
სხვა სიახლეები