უკრაინაში, ქალაქ კრივოი როგში ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც თავიანთ 4 წლის გოგონას პორნოგრაფიულ ვიდეორგოლში იღებდნენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
აზერბაიჯანელი ცოლ – ქმარი, რომლებიც ბიძაშვილები აღმოჩნდნენ, რამდენიმე წლის წინ, საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ კრივოი როგში გადავიდნენ, სადაც მათ პორნოგრაფიული ვიდეორგოლების გადაღება და გაყიდვა დაიწყეს, რომელშიც თავიანთ ოთხი წლის გოგონას იღებდნენ.
სამართალდამცავების განცხადებით, წყვილი მცირეწლოვან გოგონასთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, ვიდეოზე აფიქსირებდა, შემდეგ კი კრიპტოვალუტაზე ყიდდა.
“გოგონა, რომელსაც მშობლები პორნოგრაფიულ ფილმში იღებდნენ, მძიმე მდგომარეობაში იყო – შეშინებული, სტრესულ მდგომარეობაში და არავისთან საუბრობდა.
ტრავმის შემდეგ, მას წინ სამედიცინო ექსპერტიზები და რამდენიმეწლიანი რეაბილიტაცია ელის. გოგონას უფროსებთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ სურს და უმეტესად ბავშვებთან ურთიერთობს, რომლებშიც მეგობრები იპოვა და ენდობა კიდეც“, – განაცხადა ექიმმა.
ჩადენილი დანაშაულისთვის მშობლებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.