34 წლის თიკო გელაშვილს, რომელსაც, 2016 წელს, თირკმლის სარკომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას “ფეისბუქზე” თიკოს მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ.
“თიკოს მდგომარეობა უფრო მძიმე ყოფილა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.. მას, 2016 წელს, ჩაუტარდა თირკმლის ოპერაცია, ამოიკვეთა სიმსივნე…. დიაგნოზი იყო თირკმლის სარკომა… 1 წლის შემდეგ, მარჯვენა ბარძაყის ძვალში აღნოჩენილ იქნა მეტასტაზი და, 2017 წლის იანვარში, სხივური თერაპია გაუკეთდა, რის შედეგადაც დაზიანდა ნერვი. ამის გამო აქვს საშინელი ტკივილები და დღეს, მორფის გარეშე, ამ ტკივილებს ვერ იყუჩებს. რადგან დროულად ვერ გაირკვა, რომ ნერვის ბრალი იყო. 2018 წლის ოქტომბერში, ისევ გაუკეთდა სხივური თერაპია და დაემატა ნერვის დაზიანება. ამასობაში ძვალიც დანეკროზდა და ოპერაცია გაკეთდა ძვალზე. ახლა კი, 3 კვირის წინ, გაირკვა, რომ მეტასტაზი ფეხის რბილ ქსოვილში გადავიდა.
მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ანალიზის გაგზავნა ამერიკაში, საიდანაც მოვა სრული დიაგნოზი და დასკვნა, თუ როგორ უნდა წარიმართოს მკურნალობა. მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ვინაიდან კერძო დაზღვევაზე ლიმიტი ამოწურულია, ესაჭიროება ჩვენი დახმარება.. ჩვენ ერთად დავამარცხებთ თიკოს დაავადებას. ერთად შევამსუბუქებთ თიკოს ტკივილს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თიკოს 15 წლის გოგონა ჰყავს.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ “ვითიბი” ბანკის ანგარიშზე GE27VT1000001300964506, მიმღები: თინათინ გელაშვილი
თიკოსთვის ანგარიში გახსნილია “საქართველოს ბანკშიც” – GE18BG0000000160910682, მიმღები – მედეა პეტრიაშვილი
ახალგაზრდა დედის დასახმარებლად
სხვა სიახლეები