“ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სიცოცხლის გასაწირად მზად არიან, ახლა მივხვდი რამ მოგვიყვანა აქამდე” – ანიტას დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ანიტას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ახალგაზრდები მზად არიან სიცოცხლის გასაწირად.
“ადამიანებო, ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ არ ვიცი ამას რა დავარქვა… დაუჯერებელია, ხალხმა ისე შეიყვარა ჩემი გოგო, რომ დღის მანძილზე უამრავი შეტყობინება შემოგვდის ახალგაზრდა ადამიანებისგან, რომ მზად არიან თავისი გული დაუთმონ. სულ, სულ ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები სიცოცხლის გასაწირად არიან მზად. თქვენ ვინ ხართ ხალხო? ასეთი ერი მეორე სადმე არსებობს? ახლა მივხვდი რამ მოგვიყვანა აქამდე… მე არ ვიცი თქვენ რა გითხრათ, სიტყვები უძლურია. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ზრდასრული ადამიანის გული რომ გამოდგებოდეს, მე და მამამისი ვართ პირველ რიგში ყველაფრისთვის მზად! მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა, რომ ვიცი ჩემი გული არ გამოდგება, ამიტომ თირკმელს გავყიდი თუ დაგჭირდათო. მინდა იცოდეთ ასეთი მოძღვრების არსებობის შესახებაც ❤ არასდროს მიყვარდა სტატუსებით ემოციების გამოხატვა, მაგრამ თქვენ მასწავლეთ ყველაფერი არანორმალურო ქართველებო ❤ მიყვარხართ!!!”-წერს ანიტას დედა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები