აშშ-ის არიზონის შტატის მკვიდრმა, 18 წლის ბრიანა ოლივასმა ტვიტერში ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ მისი iPhone 7 Plus-ის სმარტფონი იწვის. როგორც გოგონამ დაწერა, მას სმარტფონი დასატენად ჰქონდა შეერთებული, ამ დროს, მისმა „ბოიფრენდმა“ დაინახა, რომ iPhone-ს ბოლი ასდიოდა, ხოლო შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ მამაკაცმა ტელეფონი სასწრაფოდ აბაზანაში გაიტანა. ვიდეოზე სწორედ ეს მომენტია დაფიქსირებული.
ბრიანა ოლივასი ასევე წერს, რომ წინა დღეს მისი ტელეფონი Apple-ის მაღაზიაში მიიტანა, ვინაიდან ის არ ირთვებოდა. შემოწმების შემდეგ, ტექნიკოსებმა მობილური მოწყობილობა დაუბრუნეს და უთხრეს, რომ „ის სრულიად გამართულად მუშაობდა.
https://youtu.be/B36H8aWuXEg
Next Post
სხვა სიახლეები