აშშ-ში ნიუ-იორკის მუზეუმის დარაჯი დააკავეს, რომელმაც პოპულარული პიროვნებების 17 სკულპტურა „გააუპატიურა“. ეს ფაქტი მადამ ტიუსოს მუზეუმში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 57 დარაჯს სხვა ფიგურებთან ერთად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სკულპტურასთანაც ჰქონდა სექსი.
„სექსის გიგანტი“ სასიყვარულო ისტორიებს დაუსჯელად გააგრძელებდა, რომ არა მუზეუმის ადმინისტრაცია. მათი ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ სკულპტურებში მათ ერთნაირი დიამეტრის ნახვრეტები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, ადმინისტრაციამ უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები შეამოწმა და ერთ-ერთ ვიდეოზე სკულპტურასთან სექსით დაკავებული დარაჯი აღმოაჩინა.
ამჟამად დარაჯი დაკავებულია და მას 54 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასჯელისგან თავის არიდებას „სკულპტურების გამაუპატიურებელი“ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას ფსიქიკური ავადმყოფობა დაუდგინდება.
Next Post
სხვა სიახლეები