ამერიკის შეერთებულ შტატებში 400 ათასი დოლარის ღირებულებისზღვის კიბორჩხალების პარტია მოიპარეს, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ Costco-სთვის იყო განკუთვნილი. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტვირთი ილინოისის შტატში საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიტანამდე მოიპარეს. ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, დანაშაული შესაძლოა ორგანიზებულ ჯგუფს ჩაედინა, რომელიც ძვირად ღირებული ტვირთების ქურდობით არის დაკავებული.
Rexing Companies-ის ხელმძღვანელის, დილან რექსინგის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები შეერთებული შტატებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და პირდაპირ აისახება ბიზნესზე, რაც საბოლოოდ მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას იწვევს. მისი თქმით, აშშ-ში სატვირთო ტვირთების ქურდობით გამოწვეული წლიური ზარალი 15-დან 35 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ.