აშშ-ში შექსპირის პიესა შიშველმა მსახიობმა ქალებმა დადგეს (ფოტოკოლაჟი)

შიშველმა მსახიობმა ქალებმა უილიამ შექსპირის პიესაში “ქარიშხალი” ითამაშეს. პიესა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დაიდგა. მსახიობთა შორის არცერთი მამაკაცი არ იყო, მამაკაცის ყველა როლს შიშველი ქალები თამაშობდნენ.
“ქარიშხალს” 2 დღის განმავლობაში აჩვენებდნენ. რეჟისორების არჩევანი სწორედ ამ პიესაზე შემთხვევით არ შეჩერებულა – მასში ველური სამყაროს და ცივილიზაციის ურთიერთობაა განხილული. ტანსაცმელზე უარის თქმა კი, დამდგმელი რეჟისორების განცხადებით, მნიშვნელოვანი სიუჟეტური ელემენტია.

კომენტარები

სხვა სიახლეები