აშშ-ში უცნობმა დონორმა უკრაინის ჯარის საჭიროებებს 1 მილიონი დოლარი შესწირა

 

 

უკრაინის ელჩი აშშ-ში ოქსანა მარკაროვა ანონიმური პირისგან მიღებული დონაციის შესახებ ჰყვება.  უკრაინის ხელისუფლებამ არ იცის ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, მაგრამ ცნობილია, რომ თანხა ფიზიკურმა პირმა აშშ-დან გადარიცხა.

„პარასკევს უკრაინის ნაციონალურ ბანკში გახსნილ ანგარიშზე, ამერიკელი მეგობრისგან მივიღეთ 1 მილიონი დოლარი. მადლობა უკრაინის ასეთი მხარდაჭერისთვის იმ დროს, როდესაც ჩვენ ჩვენი სახლისთვის ვიბრძვით“, – აღნიშნა ელჩმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები